en
ge

კანაფის ექსპორტის საკითხთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის ინიციატივის შეფასება

თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC), კანაფის ექსპორტის თაობაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ ინიციატივას ეხმაურება.
„რეპრესიული და უსამართლო ნარკოპოლიტიკის მიმართ, მძლავრი სოციალური პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლებას ამ დრომდე არ გადაუდგამს მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიმართულებით. არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ადამიანის უფლებების მდგომარეობისთვის მძიმე გამოწვევად რჩება. ამ დრომდე, თვალშისაცემი იყო ხელისუფლების ერთგვარი სტრატეგია, თავი აერიდებინა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის და სისტემური ცვლილებების ნაცვლად, რეაქციულად საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებების აღსრულება მოეხდინა", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „ამ პირობებში, სრულიად გაუგებარია, მმართველი პარტიის მხრიდან, პროაქტიულად, დღის წესრიგში ისეთი საკითხის შემოტანა, რომელიც მწვავე საზოგადოებრივ პრობლემას/საჭიროებას არ უკავშირდება და წლების განმავლობაში, ნარკოპოტლიკის თემაზე მომუშავე არცერთი ჯგუფის მთავარ და არსებით მოთხოვნას არ წარმოადგენდა. კანაფის ექსპორტის საკითხის დაყენება, რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის მასშტაბების გათვალისწინებით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან რეალური გამოწვევების გადაფარვის და ნარკოპოლიტიკის საკითხის არსებითად დავიწროვების მცდელობას გავს".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)