en
ge

#არაბულინგს

ქვემო ქართლი. 13 სექტემბერს, რუსთავის ცენტრალურ პარკში, სიდას ორგანიზებით გაიმართა აქცია-კონცერტი #არაბულინგს.
ღონისძიებაზე, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ისაუბრეს ბულინგის თემაზე და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე; მოეწყო კინოჩვენება, ხოლო ღონისძიება დახურა ადგილობრივმა მუსიკალურმა ბენდმა - Uprising.
ღონისძიება გაიმართა პროექტის „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისათვის" ფარგლებში, რომელსაც „სიდა" წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და დახმარების ცენტრსა (GCRT) და ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)