თბილისი. სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" საქართველოში მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია მიმდინარეობს. პრეზენტაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, წევრები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, მოსამართლეები და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.
ექსპერტთა აზრით, საქმეთა ეფექტურად განხილვისა და მოსამართლეთა ოპტიმალური დატვირთვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს დაახლოებით 410 მოსამართლე სჭირდება.
კვლევა USAID/PROLoG-ის, EU4Justice • სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი-სა და საქართველოში Council of Europe-ის ოფისის ერთობლივი მხარდაჭერით განხორციელდა.
სრული ტექსტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://goo.gl/in2oiQ
წყარო: https://www.facebook.com/EWMIPROLoG