en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება

თბილისი. ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი განცხადებას ავრცელებს.
„ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად, ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმის შემსწავლელი, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნას და იმ პრობლემებს, რაც საგამოძიებო კომისიამ მუშაობის პროცესში გამოავლინა", - ვკითხულობთ განცხადებაში, - „ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა და მისი უმრავლესობის ოპოზიციის წარმომადგენლებით დაკომპლექტება უპრეცედენტო შემთხვევა იყო. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში უმცირესობის ინიციატივით არც ერთი კომისია არ შექმნილა. შესაბამისად, ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება კომისიის რეკომენდაციების შესრულების ჭრილში, მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ზიანი არ მიადგეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის იდეას და მის საქმიანობას - როგორც მნიშვნელოვან საპარლამენტო კონტროლის მექანიზმს. ჩვენ ასევე გვესმის, რომ პოლიტიკურ ორგანოში შექმნილი და პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული კომისია და მისი საქმიანობა, ისევე როგორც მის მიერ შექმნილი დასკვნა, ვერ იქნება სრულად დაცლილი პოლიტიკური განწყობებისგან. თუმცა, ამავდროულად მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა მთლიანობაში პასუხობს კომისიის დასახულ მიზანს და მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს".
სრულად 
წყარო: http://www.isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)