თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ლიბერალის” რედაქტორზე, ზურა ვარდიაშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.
„ქარტია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა, დაუყოვნებლივ მიანიჭოს ზურა ვარდიაშვილს დაზარალებულის სტატუსი (მას ამ დრომდე მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვს), რადგან სახეზეა სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ცნობილია დაზარალებული და სავარაუდო დამნაშავეები”, - აღნიშნულია განცხადებაში, - „ქარტია მიმართავს შესაბამის უწყებებს, დროულად და ადეკვატურად შეასრულონ კანონით განსაზღვრული ყველა ქმედება და მედიას და საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი