თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საქართველოს კანონების პროექტებზე საქართველოს პარლამენტს წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა.
„საია, ერთი მხრივ, მიესალმება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მცდელობას, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ნორმათა შემადგენლობის ცალკეული ნაწილები მათი განუჭვრეტადობისა და ბუნდოვანების გამო, არაკონსტიტუციურია, ხოლო ნორმათა ცალკეული ნაწილები შესაბამისობაში არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებასთან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge