en
ge

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციების განცხადება

თბილისი. პლატფორმა „არა ფობიას!" ხელმომწერი ორგანიზაციები 17 სექტემბერს, „რუსთავი 2-ის" საინფორმაციო გამოშვება „კურიერის" ეთერში, ჭყონდიდის მიტროპოლიტ, მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან.
„სასულიერო პირმა, საეკლესიო მსახურების შემდეგ, ამბიონიდან, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების შეფასებისას განაცხადა, რომ მე-18, მე -19 საუკუნეებში ფრანგი მისიონერები მოტყუებით ქადაგებდნენ კათოლიციზმს, ხოლო საქართველოში კათოლიკე მოსახლეობას, მათი თანამედროვეები გაუკუღმართებულ და წამხდარი აზროვნების მქონედ მიიჩნევდნენ. ამ ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია მეუფე პეტრემ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
მიგვაჩნია, რომ სასულიერო პირის მხრიდან პოლიტიკოსის მიმართ გაკეთებული განცხადება სცილდება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებს და ქსენოფობიური და ანტიკათოლიკური კონოტაცია შეიძინა, რაც შეურაცხყოფს კათოლიკურ ეკლესიასა და მის მრევლს, რადგან რელიგიური და ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციული ხასიათისაა.
ასევე გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ მედიის პასუხისმგებლობის საკითხზეც. მსგავსი ქსენოფობიური განცხადებების უკრიტიკოდ, სარედაქციო კომენტარის გარეშე გაშუქება, რომელშიც მკაფიოდ იქნება აღნიშნული განცხადების დისკრიმინაციული ბუნება არ შეესაბამება მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და ეთიკურ ჟურნალისტიკას", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: mdfgeorgia.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)