17-დან 22 სექტემბრის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა" და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN) საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო კვირეულს გამართავენ, რომლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური შეხვედრები საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. კამპანიის პარტნიორები არიან საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და APM ტერმინალს ფოთი.
„სამოქალაქო კვირეულის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების და განათლების ამაღლება საგზაო უსაფრთხოების მიმართ, ავტომანქანების დროული ტექნიკური დათვალიერების აუცილებლობის წარმოჩენა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში