თბილისი. კოალიცია მოუწოდებს პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას ხელოვნურად არ შეაფერხონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი.
„კოალიციას მიაჩნია, რომ ერთი მხრივ, პრეზიდენტი, რომლის გადაწყვეტილებითაც შეწყდა კონსულტაციების პროცესი, ხოლო მეორე მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობა, რომელმაც წინასწარ განაცხადა უარი პრეზიდენტთან კონსულტაციებში ჩართვაზე, შექმნილ სიტუაციას არასათანადო პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ამ დრომდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი იმაზე მიუთითებს, რომ არც პრეზიდენტს და არც მმართველ ძალას ან სათანადოდ გააზრებული არ აქვთ სასამართლო სისტემაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე ან არ აქვთ განზრახვა ამ ვითარების შესაცვლელად ქმედითი ნაბიჯები გადადგან", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge