თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით.
„ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ 2018 წლის 24 სექტემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: gdi.ge