თბილისი. 25 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი ანგარიში გამოაქვეყნეს: როგორ ასრულებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.
„ანგარიშებში ყურადღება გამახვილებულია იმ სფეროებზე, რაც ფუნდამენტურია ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის, ისეთი როგორიც არის მართლმსაჯულება, კორუფციასთან ბრძოლა, შრომითი ურთიერთობები, გარემოს დაცვა, ქალთა და ბავშვთა უფლებები.
პოლიტიკის დოკუმენტებში მოცემულია ამ სფეროთა რეფორმირების გზაზე არსებული გამოწვევები, სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები და რეკომენდაციები", ნათქვამია ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ვებგვერდზე.
წყარო: www.osgf.ge