en
ge

ეკონომიკური მედია სკოლის მსმენელებს სერთიფიკატები გადაეცათ

თბილისი. საზოგადოება და ბანკების ეკონომიკური მედია სკოლის მსმენელებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სერტიფიკატები გადასცა.
„კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან ერთად მაკროეკონომიკური თემები მიმოიხილა. მან ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. მედია სკოლის მსმენელებმა საკასო ცენტრი დაათვალიერეს და მის სამუშაო პროცესს გაეცნენ.
ეკონომიკური მედია სკოლის ტრენინგი რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებისთვის ჩატარდა და მას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი პაპავა უძღვებოდა. სკოლას სხვა მოწვეული სტუმრებიც ჰყავდა.
მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით სწავლობენ.
სასწავლო კურსი 4 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის სხვადასხვა მედიასაშუალებიდან კონკურსის წესით შერჩეული 20 ჟურნალისტი მონაწილეობდა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)