en
ge

პროექტმა ქართველი და ქისტი ახალგაზრდები დაახლოვა და გააძლიერა

სექტემბერში დასრულდა ახალგაზრდული პროექტი, რომელიც პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოებას და გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
„ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, Kakheti Regional Development Foundation (KRDF) EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით ბოლო 6 თვის განმავლობაში ხეობაში მცხოვრებ ქისტ და ქართველ ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მიღების და გართობის შესაძლებლობებს სთავაზობდა.
პანკისის ხეობის სამი სოფლის (დუისი, მატანი, საკობიანო) 60-მდე მოზარდი ჩართული იყო საგანმანათლებლო პროგრამებში, რომლებიც მათი სურვილის მიხედვით შედგა. ახალგაზრდებმა ისწავლეს ვიდეოების გადაღება და თავად მოამზადეს პატარა ფილმები მათთვის საინტერესო თემებზე, დადგეს ფორუმ-თეატრები. მოზარდების ინტერესების გათვალისწინებით საღამოობით ეწყობოდა დისკუსიები, ფილმების ჩვენებები და შეხვედრები ადგილობრივ და მოწვეულ სტუმრებთან (ჟურნალისტები, აქტივისტები, ფსიქოლოგები, კინომცოდნეები, ისტორიკოსები და სხვ). ახალგაზრდების უფრო მეტად დაახლოების მიზნით იმართებოდა გასართობი საღამოები და ექსკურსია/ლაშქრობები პანკისის ხეობაში.
პროექტის ბოლოს გაიმართა ორკვირიანი საზაფხულო ბანაკი, რომელშიც 60-მა ქისტმა და ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა (ბანაკი ორ ნაკადად ჩატარდა). ბანაკში ეწყობოდა ლაშქრობები, სპორტული შეჯიბრებები, ინტელექტუალური თამაშები, კულინარიული შეჯიბრი, პოეზიის საღამო ადგილობრივი პოეტის მიხეილ ღანიშაშვილის მონაწილეობით, და სხვა გასართობი ღონისძიებები. ბანაკს ასევე ეწვია ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე", ნათქვამია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)