თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს.
ორგანიზაცია მიუთითებს მნიშვნელოვან პროცესუალურ და მატერიალურ-სამართლებრივ ხარვეზებზე, რომელიც, მთლიანობაში, დეკანოზის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისა და განაჩენში ბრალდების აშკარად სუსტი დასაბუთების პრობლემას აჩვენებს.
EMC ხაზს უსვამს, რომ შეფასება არსებითად დეკანოზის სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი სასამართლო განაჩენების სამართლებრივ ანალიზს ეფუძნება, ვინაიდან, პროცესის დახურვის, ბრალდებული პირისა და მისი ადვოკატებისთვის გაუხმაურებლობის პირობის ჩამორთმევის გამო, ორგანიზაციას სისხლის სამართლის საქმის მასალებისა და სასამართლო პროცესების დეტალური შეფასების შესაძლებლობა არ ქონდა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი