თბილისი. ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) ბოლო წლებში სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების ხარვეზებისა და მსხვერპლთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
ანგარიშში გაანალიზდა GDI-ს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოებაში არსებული 48 საქმე, 9 მსხვერპლისა და 132 ადვოკატის გამოკითხვის შედეგები; შესწავლილ იქნა საერთო სასამართლოებიდან გამოთხოვილი განაჩენები და მთავარი პროკურატურიდან მიღებული სტატისტიკური ინფორმაცია. ასევე, გაანალიზდა საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები. ანგარიშში, ასევე, მიმოხილულია ამ მიმართულებით არსებული ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩო და საერთაშორისო სტანდარტები; წარმოდგენილია გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის გზები და რეკომენდაციები.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი