en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრიმინაცია - შემაშფოთებელი ტენდენცია

თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებიის" (ISFED) მიერ დღეს წარმოდგენილი ანგარიში, ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობებსაც ეხება.
„განსაკუთრებულად შემაშფოთებელი ტენდენციის სახე აქვს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელების მხრიდან სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობებსა და არაეთიკურ განცხადებებს. მსგავსი თავდასხმის ობიექტი „სამართლიანი არჩევნები" კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მხრიდან გახდა. ასევე, მას შემდეგ, რაც ცამეტმა არასამთავრობო ორგანიზციამ კრიტიკული განცხადება გააკეთა გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მათი დისკრედიტაციის მიზნით განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრმა, „ქართული ოცნების" პარლამენტარებმა, თბილისის მერმა და „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმაც გააკეთეს. არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე მსგავსი კოორდინირებული თავდასხმა წინასაარჩევნო პერიოდში წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლას, მათი საქმიანობის შეზღუდვისა და საქმიანი რეპუტაციის დაზიანების მცდელობას, რაც, თავისხმრივ, წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისათვის", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)