en
ge

კონფერენციაზე PHR-ის წარმომადგენელმა საქართველოში ქმედუნარიანობის რეფორმაზე

ამ წუთებში, ყაზახეთის დედაქალაქში, ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია იმართება, სადაც გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის" იმპლემენტაციის შეფასების მიზნით მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
„განსაკურებული ყურადღება გამახვილებულია კონვენციის მე-12 მუხლის იმპლემენტაციის აუცილებლობაზე, რომელიც ქმნის კანონის წინაშე თანასწორობის გარანტიას ყველასთვის მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობისა.
PHR-ის აღმასრულებელი დირექტორი, ანა აბაშიძე, კონფერენციის მონაწილეებს უზიარებს, 2015 წელს, საქართველოში განხორციელებული ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ ინფორმაციას, რომლის შედეგადაც მეურვეობის უსამართლო სისტემა შეიცვალა მხარდაჭერის მოდელით. რაც მეტად ორიენტირებულია ადამიანის საჭიროებებზე, პატივს სცემს ადამიანთა ღირსებას და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების რეალიზების საშუალებაა.
მოხსენებისას, PHR-ის წარმომადგენელმა, ასევე ისაუბრა ქმედუნარიანობის რეფორმის ხარვეზებზე და კონფერენციის მონაწილეებს ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკა გაუზიარა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: phrgeorgia.wordpress.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)