თბილისი. 10 ოქტომბერს, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ გამართა დისკუსია თემაზე „განმარტებითი ბარათი და რეგულაციების გავლენის შეფასების სისტემა (RIA)".
„დისკუსიას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.
დისკუსია ჩატარდა შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში დაფინანსებული პროექტის „პარლამენტის ანგარიშვალდებულების და მისი საქმიანობის გამჭვირვალობის გაძლიერების" ფარგლებში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში