თბილისი. 11 ოქტომბერს, ჯანმრთელობისა და ზრუნვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავების გზამკვლევის განხილვის მიზნით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში (CTC).
„გზამკვლევის მიზანია, კონკრეტული, თანმიმდევრული ნაბიჯების შემუშავების გზით გააუმჯობესოს ჯანმრთელობის დაცვისა და ზრუნვის სფერო-ში, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, კოორდინირებული და ეფექტიანი მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება.
ექსპერტებმა, მუნიციპალიტეტების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, განიხილეს გზამკვლევის სამუშაო ვერსია, მოისმინეს მათი მოსაზრებები და იმსჯელეს დოკუმენტის შემდგომ გაუმჯობესებაზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში