თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს, ზურაბ ჯაფარიძის სახელით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რვა მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. საუბარია კოდექსის 32-ე, 33-ე, 233-ე, 236-ე, 237-ე, 240-ე, 264-ე, 266-ე მუხლების შესახებ.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ერთადერთი ნორმატიული აქტია, რომელიც დღემდე მოქმედებს. მისი გამოყენებით ყოველდღიურად არაერთი პირის უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვა ხდება. საია წლების განმავლობაში აყენებს კოდექსის შეცვლის საკითხს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება დაასრულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაკონსტიტუციურ გამოყენებას და გამოიწვევს კანონმდებლობის სრულ რეფორმას", - მიიჩნევს საია.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი