თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ჯორჯო აგამბენის ნაშრომს „საგანგებო მგომარეობას", ნინო მიქაშავიძის თარგმანით.
„სწორედ ეს უკაცრიელი სივრცე, რომელიც საჯარო სამართალსა და პოლიტიკურ ფაქტს, იურიდიულ წესრიგსა და ცხოვრებას შორის არსებობს, არის წინამდებარე ნაშრომის საკვლევი თემა. მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ მიახლოებით მაინც გავიგოთ მნიშვნელობის მასშტაბურობა, რომელიც პოლიტიკურსა და იურიდიულს, კანონსა და ცოცხალ არსებას შორის არსებულ სხვაობას (ან სავარაუდოდ არსებულ სხვაობას) ეხება, თუ ამ ბუნდოვან ტერიტორიას ფარდას ავხდით. იქნებ მხოლოდ ამის შემდეგ გახდეს შესაძლებელი, რომ პასუხი გაეცეს კითხვას, რომელიც მუდმივად დაისმის დასავლური პოლიტიკის ისტორიაში: რას ნიშნავს, იმოქმედო პოლიტიკურად?".
წყარო: emc.org.ge