აჭარა. თბილისის გარეთ პირველი ვიზიტის დროს, ევროკავშირის ახალი ელჩი, კარლ ჰარცელი გურიასა და აჭარაში გაემგზავრა. ამ ვიზიტის ფარგლებში იგი გაეცნო ევროკავშირის ხელშეწყობით განხორციელებულ პროექტებს და დაესწრო ღონისძიებებს, სადაც წარმოდგენილი იყო ევროკავშირის მხარდაჭერის პრაქტიკული შედეგები.
გურიაში ელჩმა, როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, მიმდინარე გამოწვევებსა და ევროკავშირის მხარდაჭერის სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით, საკონსულტაციო შეხვედრები გამართა.
წყარო: http://enpard.ge