თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გასაუბრებაზე აცილების არსებულ მოდელს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და, ანა დოლიძის სახელით, საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს.
საია-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დავის საგანია „საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის ის ნორმები, რაც მოსამართლეობის კანდიდატს არაობიექტურობისა და მიკერძოების გამო აძლევს უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების უფლებას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი