აჭარა. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ორგანიზებით, ბათუმში რეგიონალური შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები, ბათუმის, ხელვაჩაურის, ქედის მერები, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის სოციალური მუშაკები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის, პროექტის განმახორციელებელი, პარტნიორი და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების გააზრება, მიღწევებისა და გამოწვევის განხილვა, განსხვავებული მუნიციპალური პრაქტიკის მიმოხილვა და სამომავლო ქმედებებზე შეთანხმება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში