თბილისი. ორგანიზაციები „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" და „თანასწორობის მოძრაობა" საზოგადოებას მიმართავს ჩეჩნეთიდან დევნილი თემის წევრის დასახმარებლად, რომელიც ამჟამად ფატალური დიაგნოზით და მწვავე პნევმონიით იმყოფება ერთ-ერთ ინფექციურ კლინიკაში. ავადმყოფის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
დევნილი პიროვნება ჩეჩნეთიდან ერთ წელზეა მეტია გამოიქცა, სადაც თემთან კუთვნილების გამო ახლობლების და პოლიციის მხრიდან სასტიკი წამების მსხვერპლი გახდა და იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა.
პიროვნებას ჯერ არ მიუღია საქართველოში ბინადრობის მოწმობა, რის გამოც ვერ სარგებლობს ვერანაირი სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით; მისი უკიდურესად რთული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე კი, სტაციონარული მომსახურებისა და მედიკამენტების ხარჯების დაფარვა, ჩვენი დახმარების გარეშე, შეუძლებელია.
თითოეული თქვენგანის მიერ ჩარიცხული თანხა უმნიშვნელოვანესი იქნება ამ ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: women.ge