en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება

თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მესამე სექტორის გახშირებული კრიტიკის გამო, კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებენ.
საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან გრძელდება მიზანმიმართული თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელებზე”, - ვკითხულობთ განცხადებაში, - „იუსტიციის მინისტრის აგრესიული და სიცრუეზე დაფუძნებული კომუნიკაციის სტილი და ხელისუფლების წარმომადგენელთა კოორდინირებული შეტევა სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ორგანიზაციების წინააღმდეგ ამცირებს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის შესაძლებლობას, რაც ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების აუცილებელი ატრიბუტია. ამგვარი ქცევა სრულიად შეუფერებელია ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე ორიენტირებული სახელმწიფოს იდეასთან. სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა შეშფოთებას იწვევს საერთაშორისო დონეზეც, არაერთი უფლებადაცვითი ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს თავი შეიკავოს მსგავსი თავდასხმებისაგან”.
სრულად 
წყარო: emc.org.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023