თბილისი. 25 ოქტომბერს, პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში 15 წლის ძალადობის მსხვერპლი მოზარდის სკოლიდან გარიცხვის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველს მიმართა. აღნიშნული შემთხვევის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი მედიასაშუალებებიდან გახდა.
„PHR-ი მიიჩნევს, რომ ძალადობის მსხვერპლი გოგონას თანაკლასელთა მშობლების მხრიდან გოგონას სკოლიდან გარიცხვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება, წარმოადგენს სკოლის დირექტორის როგორც წაქეზებას, ასევე იძულებას დისკრიმინაციის განხორციელების მიზნით, ხოლო, თავის მხრივ, დირექტორის მხრიდან გოგონას სხვა სკოლაში გადაყვანის მოთხოვნა წარმოადგენს როგორც გენდერული, ასევე ასაკის ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციას", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com