en
ge

ვორკშოპი მოსწავლეთა რეგიონული პარლამენტის წევრებისთვის

გურია. „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ოფისში, მოსწავლეთა რეგიონული პარლამენტის წევრებისთვის გაიმართა ვორქშოპი „საჯარო სკოლების ბიუჯეტისა და ოპერაციული გეგმის ფორმირების პროცესში მოსწავლეთა თვითმმართველობის როლის შესახებ". ვორქშოპს უძღვებოდნენ სკოლების დემოკრატიზაციის კომპონენტის მენეჯერი და აპკ განათლების ექსპერტი. ვორქშოპზე, ექსპერტებმა ისაუბრეს ბიუჯეტისა და ოპერაციული გეგმის მნიშვნელობისა და მათ შემუშავებაში მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების მონაწილეობის აუცილებლობის შესახებ. განიხილეს წარმოდგენილი სკოლების ბიუჯეტებისა და ოპერაციული გეგემების დოკუმენტები. 
რეგიონული პარლმენტის წევრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში მოამზადებენ რეკომენდაციებს სამეურვეო საბჭოსა და დირექციების სახელზე, რათა 2013-2014 სასწავლო წლის ბიუჯეტისა და ოპერაციული გეგმების შემუშავების პროცესში გათვალსწინებულ იქნას მოსწავლეთა საჭიროებები, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს მათ ჩართულობას, გადაწყვეტილებების მიღების დემოკრატიულობას და პირდაპირ აისახება სკოლის განვითარებაზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)