სამეგრელო. 27 ოქტომბერს, ასოციაცია „ათინათში” სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა” პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „კვლევის ჩატარების ტექნიკები”.
„მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია კვლევის თემატიკის შერჩევის, კვლევის ჩატარების, ინფორმაციის შეგროვებისა და შედეგების საზოგადოებამდე სწორად მიწოდების შესახებ. ტრენინგის შემდეგ იგეგმება კვლევების ჩატარება მოსწავლეების მიერ სკოლისა და თემის საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში