თბილისი. ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის, ეკონომიკური მხარდაჭერის, დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახის გაძლიერების მიზნით #სიდა-მ იუსტიციის სამინისტროსთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
„პროექტი „ყოფილ პატიმართა ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა" იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 13 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და შესაძლებელი გახდა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" 43 ბენეფიციარის ბიზნეს ინიციატივის დაფინანსება, რომლებსაც გადაეცათ მცირე ბიზნესის დასაწყებად საჭირო ინვენტარი და პროდუქცია (ტექნიკა, სპეციალური აღჭურვილობა, სოფლის მეურნეობის ინვენტარი, საქმიანობისთვის საჭირო მასალა და სხვა)," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში