თბილისი. დისკრიმინაციის რისკისგან დაცვის მიზნით, ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ორგანიზებით, მოსამართლეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრის მიზანს მოსამართლეებისთვის იმ ინფორმაციის გაზიარება წარმოადგენდა, რაც მათ ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელების პროცესში დისკრიმინაციული პრაქტიკის თავიდან არიდებაში დაეხმარებათ.
„სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული ზოგადი წინადადების მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელიც PHR-ის მიმართვის საფუძველზე შემუშავდა, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ ქმედუნარიანობის რეფორმის ეფექტურად განსახორციელებლად, საჭირო იყო სამუშაო შეხვედრის ჩატარება, სადაც მოსამართლეებს ექნებოდათ შესაძლებლობა, სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისგან მიეღოთ საჭირო ინფორმაცია", - ვკითხულობთ PHR-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი