თბილისი. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირებისთვის, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით, წელსაც აქტიურად მუშაობდა მედიაცენტრი.
მედიაცენტრში მართავდნენ ბრიფინგებს საპრეზიდენტო არჩევნების პროცესზე დაკვირვების შედეგებს, საარჩევნო ოლქებში არსებულ ვითარებას, კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას აწვდიდნენ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო”, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი", „ადამიანის უფლებათა ცენტრი". მათი ბრიფინგები, ორი დღის განმავლობაში, ონლაინ-რეჟიმით, პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი