თბილისი. საქართველოს გაეროს ასოციაციამ, USAID-ის PITA-ას პროგრამის ფარგლებში, გადაამზადა „ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისათვის" ახალი ნაკადის წევრები საქართველოს ხუთი რეგიონიდან.
„2-დღიანი ტრენერთა ტრენინგის (ToT) დასრულების შემდეგ, PITA-ას ახალგაზრდული ცენტრების წევრებისაგან შეიქმნა მობილური ჯგუფები, რომლებიც 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სოფლებსა და ქალაქებში ოჯახში ძალადობის და ადრეული ქორწინების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას უზრუნველყოფენ სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და თემის ლიდერებთან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში