en
ge

EMC: კომიტეტმა საზოგადოების ინფორმირების გარეშე განიხილა

თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) განცხადებით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა, პროკურატურის რეფორმის შესახებ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, სხდომის შესახებ ინფორმაციის წინასწარი გამოქვეყნების გარეშე, განიხილა.
„იურიდიული კომიტეტის სხდომის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული არ ყოფილა. შესაბამისად, დაინტერესებულ ჯგუფებს არ მიეცათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ კანონპროექტის განხილვას და მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში", - აღნიშნულია EMC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, - „იმ პირობებში, როცა პროკურატურის სისტემის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მიმართ არაერთი ლეგიტიმური კითხვა არსებობს და ინიცირებული კანონპროექტის მიმართაც ბევრი შენიშვნაა გამოთქმული, საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობის გარეშე, მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი საკომიტეტო მოსმენის ჩატარება, ამ რეფორმის მიმართ ნდობას და მოლოდინებს კიდევ უფრო ამცირებს".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)