იმერეთი. 1 ნოემბერს, ქუთაისში დაიწყო 3 დღიანი ტრენინგი თემაზე „ჰაუსმასტერი - აუცილებელი უნარები და პასუხისმგებლობები", რომელსაც გერმანელი სპეციალისტები უძღვებიან.
„ტრენინგის თემატიკა მთლიანად ემყარება გერმანიაში დამკვიდრებული „ჰაუსმასტერის" წარმატებული გამოცდილების გაზიარებას იმერეთის რეგიონში. ტრენინგებს დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდები ესწრებიან, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ თავიანთი საცხოვრისების განვითარებაში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში