თბილისი. 1-2 ნოემბერს, სათემო ლიდერთა ფორუმი იმართება.
„ფორუმი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, 2011 წლიდან ტარდება და სათემო ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი საქმიანობის პოპულარიზაციასა და მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება.
წლევანდელი ფორუმის პირველი დღე გამოირჩეოდა საქართველოს სხვადასხვა სოფლის საგამოფენო კუთხით, დაჯილდოების ცერემონიითა და სამოქალაქო და სამთავრობო სფეროს მოწინავე სპიკერებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში