იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა, გურამ ვაშაყმაძემ და თამუნა ქიმაძემ ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის, ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „ევროკავშირი და საქართველო".
„მისი მიზანი იყო ევროპული ფასეულობების და დასავლური ღირებულებების, საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება. მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე იმ შესაძლებლობებისა და სარგებლის შესახებ, რაც ევროინტეგრაციის პროცესს ქვეყნისთვის მოაქვს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში