თბილისი. წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ყველაზე დიდი ბიზნესი, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება არ აბრუნებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრეს. პრეს-კონფერენცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძემ, იურისტებმა - კახა კოჟორიძემ და მაია მწარიაშვილმა, საავიაციო ქარხანაში გამართეს.
„თბილისის საავიაციო ქარხნის საქმე არის ნათელი მაგალითი იმისა ხდება თუ არა სამართლიანობის აღდგენა. 6 წელია მოქმედი ხელისუფლება აგრძელებს წინა ხელისუფლების მიერ უკანონო, ძალადობრივი გზებით წართმეული ქონების შენარჩუნებისთვის ბრძოლას. სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, ხდება უსამართლობის დაკანონება. ხელისუფლების სხვადასხვა ორგანო - სასამართლო, პროკურატურა, ეკონომიკის სამინისტრო მოქმედებენ ორკესტრირებულად იმ მიზნით, რომ წართმეული ქონება მათ კანონიერ მესაკუთრეებს არ დაუბრუნდეთ", - ითქვა პრეს-კონფერენციაზე.
წყარო: https://gyla.ge