en
ge

ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩას მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალის სახელი მიენიჭა

თბილისი. გენდერულმა საინფორმაციო პორტალმა Livepress-ის ინფორმაცია გაავრცელა და მის მიხედვით, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის ერთ-ერთ უსახელო ქუჩას ბერტა ფონ ზუტნერის (Berta von Suttner) სახელი მიენიჭა.
„2016 წლიდან ზუგდიდის ერთ-ერთი ქუჩისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის, ბერტა ფონ ზუტნერის სახელის მინიჭების საკითხს ადვოკატირებდა „ქალთა საინფორმაციო ცენტრი" და მისი ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია.
ეს საკითხი ასევე ასახული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში, რომელიც 2018 წელს მომზადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის" მხარდაჭერით.
პირველი ქალი, რომელიც ალფრედ ნობელის პრემიის ლაურეატი 1905 წელს გახდა, სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელ დედოფალთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან მეგობრობდა და ხუთი წლის მანძილზე ზუგდიდში ცხოვრობდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: ginsc.net

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023