გურია. 2 ნოემბერს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა" გამართა კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა „სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მცხოვრები ბავშვების ბიოლოგიური ოჯახების საჭიროებების იდენტიფიცირებას."
„აღნიშნული კვლევა განხორციელდა მიმდინარე პროექტის – „სამოქალაქო ჩართულობა - პოზიტიური ცვლილებებისთვის" ფარგლებში. იგი მიზნად ისახავდა სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მცხოვრები იმ ბიოლოგიური ოჯახების საჭიროებების გამოვლენას, რომლებიც გურიის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ცხოვრობენ და იმის დადგენას, თუ რა მდგომარეობაა რეინტეგრაციისათვის პოტენციურ ოჯახებში, რათა ამ ოჯახებს ბავშვების დაბრუნების სამართლებრივი შესაძლებლობა მიეცეთ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო; ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში