თბილისი. 1-2 ნოემბერს სათემო ლიდერთა ფორუმი გაიმართა. იგი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, 2011 წლიდან ტარდება და სათემო ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი საქმიანობის პოპულარიზაციასა და მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება.
წლევანდელი ფორუმის პირველი დღე გამოირჩეოდა საქართველოს სხვადასხვა სოფლის საგამოფენო კუთხით, დაჯილდოების ცერემონიითა და სამოქალაქო და სამთავრობო სფეროს მოწინავე სპიკერებით.
ფორუმი იმართება პროექტების „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ) და „ქალთა გაძლიერება ცვლილებისთვის“ (დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტს „სამოქალაქო განვითარების ინიციატივა" ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)