სამეგრელო. ზუგდიდში, აფხაზეთის N11 საჯარო სკოლაში გაიმართა გენდერული თანასწორობის თემაზე ტრენინგების ციკლის პირველი ეტაპის ბოლო შეხვედრა.
„ტრენინგისა და სამუშაო შეხვედრების მომდევნო ეტაპები (მეორე და მესამე ეტაპი) დაგეგმილია მიმდინარე წლის ნოემბერსა და დეკემბერში, პროექტის ექვს პარტნიორ სკოლაში, შემდეგ სამიზნე ჯგუფებთან - მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები.
ტრენინგი ხორციელდება პროექტის „სოციალური მუშაკები გენდერული თანასწორობისთვის სკოლებში" ფარგლებში, კანადის საელჩოს ადგილობრივი ინიციატივების ფონდის (СFLI) მხარდაჭერით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში