en
ge

შეხვედრა „ტოლერანტთა კლუბის“ წევრებთან

თბილისი. 6 ნოემბერს, საზოგადოება „ბათომის” დამფუძნებელი, შოთა გუჯაბიძე პროექტის „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში” ფარგლებში ჩამოყალიბებულ „ტოლერანტთა კლუბის” წევრებს შეხვდა.
„ბათუმი რელიგიური დაწესებულებების სიმრავლით გამორჩეული ქალაქია. ეს ფაქტი, როგორც ურბანულად, ასევე ისტორიულად მას მრავალფეროვან ქალაქად წარმოაჩენს. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილში თავს იჩენს უარყოფითი განწყობები, რელიგიური ტოლერანტობის ნაკლებობა და სხვა სარწმუნოების წარმომადგენელთა მიმართ სიძულვილის ენით საუბარი. შესაძლოა, ეს იმითაც იყოს განპირობებული, რომ მოქალაქეებმა არ იციან რა ეკლესიები და საკულტო ნაგებობები გვხდება ბათუმში.
სწორედ ამიტომ შოთა გუჯაბიძე მონაწილეებს ბათუმში არსებულ სხვადასხვა საკულტო და რელიგიური დაწესებულებების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრაზე განიხილა მართლმადიდებლური, რომაულ-კათოლიკური, სომხურ-გრიგორიანული, ბერძნული ეკლესიები, ასევე სინაგოგისა და მეჩეთის ისტორია,იმის შესახებ თუ როგორ მოვიდა დღემდე მათი იერსახე”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)