en
ge

საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების ახალი სისტემის ანალიზი

თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების ახალი სისტემის სამართლებრივი და ტექნიკური ანალიზი."
„აღნიშნული ცვლილება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაუმჯობესებისკენ წინგადადგმული ნაბიჯია, რომელმაც სასამართლოებში მოსამართლეებზე საქმეთა განაწილების პროცესში არსებულ მრავალ გამოწვევას, მათ შორის მოსამართლეთა მიუკერძოებლობას და მათი თანაბარი დატვირთვის უზრუნველყოფას უნდა უპასუხოს. ახალი რეგულაციის ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმეთა განაწილების პროცესში თავმჯდომარის როლის შემცირების თვალსაზრისით, რამდენადაც სასამართლოს თავმჯდომარეების უფლებამოსილება, გაანაწილონ საქმეები მოსამართლეთა შორის, ვენეციის კომისიის მოსაზრებით, დისკრეციის ელემენტებს გულისხმობდა, რაც შეიძლება ბოროტად ყოფილიყო გამოყენებული, როგორც მოსამართლეზე ზემოქმედების საშუალება," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: gdi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)