თბილისი. 13 ნოემბერს, თბილისში იურიდიული დახმარების შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.
„ორი დღის მანძილზე საქართველო 60 ქვეყნიდან 300-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს. კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ იმ შესაძლებლობებს და ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს იურიდიული დახმარების ეფექტური და ინსტიტუციურად გამართული სისტემების შექმნას.
ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სოციალური მდგომარეობის თუ სხვა ბარიერის გამო, ხშირად ხელი არ მიუწვდება კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებაზე, მათ შორის სასამართლოში წარმომადგენლობაზე ადვოკატის მეშვეობით.
კონფერენციის ერთერთი მხარდამჭერი ღია საზოგადოების ფონდია - „ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში დავიწყეთ აქტიური მუშაობა დამოუკიდებელი და კვალიფიციური იურიდიული დახმარების სამსახურის შექმნაზე. ამ პროცესში საქართველომ შეძლო საინტერესო მოდელის შემუშავება, რაც გულისხმობს სრულიად დამოუკიდებელ და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სამსახურის არსებობას."
წყარო: ღია საზოგადოების ფონდის ვებგვერდი სოციალურ ქსელში