en
ge

სამუშაო შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან

შიდა ქართლი. 7 ნოემბერს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან.
„სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო, დამსწრე საზოგადოებისთვის კოალიციური პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს უშიშროების რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) ლოკალიზაციის პროცესში, ამ პროცესებში დიალოგის აქტივიზაცია და ქალთა მონაწილეობის გაძლიერება - " გაცნობა. მუნიციპალიტეტში ამ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც იმუშავებს გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმაში გაწერილ რეზოლუცია 1325 ლოკალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა კონსულტაციები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ/ დევნილთა წარმომადგენლებთან და მოხდა საჭიროებების გამოკვეთა, რათა ეს საკითხები მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის მიერ. ასევე ქალთა საინფორმაციო ცენტრის წევრებმა ხაშურში მდებარე ერთ-ერთი დევნილთა კომპაქტური ცენტრი მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ პრობლემებს, რომელიც იქ მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს”, ნათქვამია ქალთა საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023