გურია. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლების მიერ, ორგანიზაციის 4 პარტნიორი სკოლის - სოფ. შრომის, სოფ. ლაითურის, სოფ. ნასაკირალისა და სოფ. ხაჯალიას მოსწავლეთა მშობლებს ჩაუტარდათ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ტრენინგი თემაზე - „მრავალფეროვნების მართვა."
„აღნიშნული თემა, დაეხმარება მიზნობრივ ჯგუფს, სწორად განსაზღვროს საზოგადოების მრავალფეროვანი ჯგუფების სპეციფიკური თავისებურებები, ასევე გაუჩნდეთ შესაბამისი დამოკიდებულებები მათი მიმღებლობის მიმართ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში