თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აქვეყნებს განცხადებას: ნაბიჯები დემოკრატიული მმართველობისკენ: პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება გადაუდებელ რეფორმებს მოითხოვს.
„ბოლო თვეების მოვლენებმა ცხადად წარმოაჩინეს საქართველოში არსებული მმართველობის ის სისტემური პრობლემები, რომელთა შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მუდმივად წერდნენ და საუბრობდნენ. ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში ამ პრობლემების იგნორირებამ შექმნა მდგომარეობა, როდესაც საფრთხე ექმნება სახელმწიფოში კანონის უზენაესობას და საკვანძო ინსტიტუტების ფუნქციონირებას კონსტიტუციისა და საჯარო ინტერესების შესაბამისად.
ვფიქრობთ, არსებული კრიზისის დასაძლევად აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ წამოიწყოს რეფორმები, რომელთა მიზანი იქნება სახელმწიფოს ძირითადი ინსტიტუტების გარდაქმნა დემოკრატიული მმართველობის ფუნდამენტური პრინციპების - გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების შესაბამისად", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge