en
ge

საია საქართველოს პარლამენტს სამუშაო ჯგუფის შექმნის მოთხოვნით მიმართავს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საქართველოს პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გადახედვის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის მოთხოვნით მიმართავს.
„საქართველო დღემდე იყენებს საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, რომლის რეფორმის საკითხი არაერთი წელია დღის წესრიგში დგას. საია ცდილობს სტრატეგიული სამართალწარმოების გზით ხელი შეუწყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაკონსტიტუციური გამოყენების შეზღუდვას. ამ მიზნით, საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა 6 სარჩელი. ამათგან ერთზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, საია მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ჯგუფის მანდატი არ იყოს შეზღუდული მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და მუშაობა წარიმართოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არსებითი ცვლილებისათვის. საია იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს მის მუშაობაში," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)