სამეგრელო. 9 ნოემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში, სამოქალაქო ფორუმი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები.
„ფორუმის მონაწილეებმა არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის მნიშვნელობასა და გენდერული მიმართულებით მუშაობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ჯგუფური მუშაობისას ფორუმის მონაწილეებმა დააფიქსირეს, როგორ უნდა მოხდეს ადგილობრივ დონეზე გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის რეალიზება”, ნათქვამია ქალთა საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში